ბორჯომის მერიის თანამშრომლებს და საკრებულოს დეპუტატებს ხელფასები გაეზარდათ. გადაწყვეტილება ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს მიიღეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, ხელფასების ოდენობა რანგირების მიხედვით გაიზარდა.
თუმცა ცნობილია, რომ ხელფასი საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს არ მომატებიათ.
მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობრივი სარგო კი 450 ლარით გაიზარდა. გაიზარდა რიგითი თანამშრომლების ხელფასი, თუმცა აქ, როგორც საკრებულოში განმარტეს ზრდა კანონით განსაზღვრული შკალით მოხდა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს. საკრებულოს სხდომას ოპოზიციის წევრები არ დასწრებიან.