03 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა ფოთში საჯარო სამსახურებში ხელფასების მატებას აპროტესტებს

ნაციონალური მოძრაობა ფოთში საჯარო სამსახურებში ხელფასების მატებას აპროტესტებს.
ოპოზოციის თქმით, მიზანშეწონილი არ არის ხელფასების ზრდა, როცა ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია.

საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილ პროექტს მათ მხარი არ დაუჭირეს, თუმცა, უმრავლესობის მხარდაჭერით, საკითხი მაინც გავიდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ფოთის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ დაბალი თანამდებობის პირებს - სპეციალისტებს ჰქონდათ მიზერული ხელფასი და მათ 100 პროცენტით გაეზარდათ ყოველთვიური შემოსავალი, რაც 800 ლარს შეადგენს. მისივე თქმით, მაღალი თანამდებობის პირებს 15-დან 18 პროცენტამდე მოემატათ ხელფასი.

მერიაში კი აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურებში, 320 თანამშრომლის ნაცვლად, კადრების ოპტიმიზაციის შედეგად, 120 ადამიანი მუშაობს და ამდენად, მერიის განმარტებით, პროექტით დამტკიცებული ბიუჯეტი წინა ხელისფუფლების დროს არსებულ სახელფასო ფონდზე ნაკლებია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები