03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარეს

ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. რეზოლუციას 88 დეპუტატმა 20-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კიდევ 20-მა ევროპელმა კანონმდებელმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა - ინფორმაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასანჟის მიმართ გამოყენებული სასჯელი შეუსაბამოა მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან. კომიტეტმა ასევე ღრმა მწუხარება გამოთქვა ჟულიან ასანჟის მიმართ საპატიმროში გამოყენებული არაპროპორციული სასტიკი მოპყრობის გამო. "ვიკილიქსის" დამფუძნებელი, აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების გავრცელების ბრალდებით, სასჯელს ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანეთში მკაცრი რეჟიმის საპატიმროში იხდიდა.

დღის ამბები