ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ეფექტური მუშაობისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ ხელისუფლებას ოპოზიციამ დღეს პარლამენტის სხდომაზე მოუწოდა. ოპოზიცია ყველა უკანონო გატაცების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების მხრიდან, გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.
„ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროპარლამენტს და ზოგადად გავაათკეცოთ მუშაობა იმ კუთხით ,რომ ამ სიაში მოხვედრილი ადამიანები იყვენენ შეყვანილი ჩვენი პარტნიორების შავ სიებში. დღეს სუსმა გამოაქვეყნა ანგარიში რომელშიც თქვა, რომ 178 ადამიანი იქნა გატაცებული საოკუპაციო ხაზიდან. შემდეგი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან უნდა იყოს, რომ ყოველი აი ასეთი საქმის შესახებ იყოს საქმე აღძრული რათა კონკრეტული ადამიანების ბრალეულობა იქნეს გამოკვეთილი. მარტო ამ შემთხვევაში ექნება ეფექტი ამ სიას, რომელიც მიიღო პარლამენტმა,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.