17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
სოფელ ხუცუბანში მიმდინარე აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა - დაკავებულია ენმ-ს ორი აქტივისტი  

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთში- სოფელ ხუცუბანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გზა გადაკეტეს და ივანიშვილის რჩეული ხის ტრანსპორტირებისთვის ხელი შეშლა  სცადეს. პარტიის ერთ-ერთი წევრი ხეზე ავიდა და მისი ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლა ამ გზით სცადა.

ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ 100  წლოვანი ევკალიპტის იმ ადგილზე დაბრუნებას საიდანაც ის ამოთხარეს.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქცია ძალის მიერი მეთოდით დაშალა. დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი, მათშორის ერთი სოლომონ ბაჯელიძეა, რომელმაც ევკალიპტს გზა საკუთარი მანქანით გადაუკეტა.  ის ქობულეთის პოლიციაში გადაიყვანეს, მისი კუთვნილი ავტომანქანა კი საჯარიმო სადგომზე. 

ევკალიპტის ტრანსპორტირებას კომპანია "ანაგი" ახდენს. 

ამ დროისთვის ადგილზე აქციის მონაწილეები აღარ რჩებიან. ხე შეკვეთილში ივანიშვილის ეზოში გადააქვთ.

 

დღის ამბები