20 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
ანკარაში ვლადიმერ პუტინის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და ჰასან როუჰანის სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ანკარაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და ჰასან როუჰანის სამმხრივი მოლაპარაკების მთავარი თემები თანამშრომლობა, რეგიონში არსებული ვითარება და სირიის კონფლიქტია.

სამიტის დაწყებამდე თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკება გამართეს.

ანალოგიური შეხვედრა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ვლადიმერ პუტინთანაც ჰქონდა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ეს 400 ტიპის" სარაკეტო სისტემებს თურქეთს დაჩქარებული წესით მიაწვდის.   

დღის ამბები