რუსეთი დასავლეთის ქვეყნებიდან გაძევებულ დიპლომატებს ახალი პერსონალით ჩაანაცვლებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში გააკეთეს. სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებში კადრების ნაკლებობა პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ნეგატიურად აისახება და ამ პრობლემების მოგვარებაზე უწყება უკვე მუშაობს.
ლავროვის მოადგილემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინფორმაცია დიპლომატების ჩანაცვლებაზე CNN-მა გაავრცელა. არხისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პერსონა ნონგრატად გამოცხადებული დიპლომატების ჩანაცვლება სტანდარტული პრაქტიკაა. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ არასასურველი დიპლომატების გაძევების მიუხედავად, საუბარი დიპლომატიური მისიის შტატის შემცირებაზე არ ყოფილა და მოსკოვს აქვს უფლება ვაკანტური ადგილების შესავსებად სახელმწიფო დეპარტამენტს აკრედიტაციებისთვის მიმართოს.