27 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
Facebook-მა და Instagram-მა რუსული საინფორმაციო და ინტერნეტკვლევის სააგენტოების გვერდები დაბლოკეს

რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სოციალური ქსელებიც ერთვებიან. Facebook-მა და Instagram-მა რუსული საინფორმაციო და ინტერნეტკვლევის სააგენტოების გვერდები და მათთან დაკავშირებული 270-ზე მეტი ანგარიში დაბლოკეს.

მარკ ცუკერბერგმა ამ სააგენტოებს "ტროლების ფაბრიკა" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ანგარიშების დაბლოკვა მოსკოვის მხრიდან მსოფლიო საარჩევნო პროცესებში ჩარევის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

Facebook-ის დამაარსებელი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელის უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 5 ათას ადამიანს დაასაქმებს, ჯამში კი მომხმარებლების საინფორმაციო დაცვაზე 20 ათასი სპეციალისტი იმუშავებს.

განცხადება ცუკერბერგმა კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის ფონზე გააკეთა. 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემების გაჟონვის გამო Facebook-ის ინვესტორმა მარკ ცუკერბერგის გადადგომაც მოითხოვა.

დღის ამბები