ბათუმის პორტში გაფიცვა შეწყდა. ნავსადგურის თანამშრომლები მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა 6 თანამშრომელი შიმშილობას კვლავ აგრძელებს.
სამუშაო ადგილებზე დაბრუნების გადაწყვეტილება გაფიცულმა თანამშრომლებმა ნავთობტერმინალის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მოშიმშილეების მოთხოვნა კი კვლავ უცვლელი რჩება. ისინი დირექტორის გადადგომას ითხოვენ. ბათუმის ნავსადგურში კომპანიის ყაზახ წარმომადგენლებს ელოდებიან. პორტის თანამშრომლები საბოლოო გადაწყვეტილება მათთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.