20 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
პარლამენტის მიერ ნინია კაკაბაძის არჩევამ საპარლამენტო უმრავლესობა ორად გაყო

პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძის არჩევამ საპარლამენტო უმრავლესობა ორად გაყო და, მინიმუმ, ერთი წევრით უკვე შეამცირა.

მმართველი გუნდის ნაწილი გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით მხარს უჭერს და არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ რიგები სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

„როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა, მიანიშნებს და ამასთან დაკავშირებით გუნდში არის მზაობა, რომ კონსულტაციების ხარისხი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რათა პოზიციების უფრო მეტი შეჯერება მოხდეს,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, რომან კაკულიამ.  

„ქართული ოცნების“ წევრი, მირიან წიკლაური ღიად აცხადებს, რომ ნინია კაკაბაძისთვის მხარდაჭერა მისთვის მიუღებელია.

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა რომც მიეღო, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ გედევან ფოფხაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება სამწუხარო იქნება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ის დეპუტატის გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში პატივს სცემს.

ამავე თემაზე
დღის ამბები