08 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს სამი ახალი ინიციატივა - ბახტაძე მეწარმეების წახალისებაზე საუბრობს 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, სამინისტროს სამი ახალი ინიციატივა, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და მცირე მეწარმეებს წაახალისებს.

მეწარმე ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავისუფლდება და 5 დოკუმენტის ნაცვლად ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტით იმოქმედებს.

"ჩვენ მიერ მომზადებული ინიციატივების შედეგად, კიდევ უფრო წავახალისებთ საქართველოში მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, გავამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას და ამავე დროს ჩავუყრით ძალიან მნიშვნელოვან საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები