ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბოლო ერთი წლის შედეგები შეაჯამა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში სხვა ქვეყნებს შორის გამოყოფილია საქართველოც და მას 6 გვერდი ეთმობა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ევროპული სასამართლოს 36 გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს. რაც შეეხება ახალ საქმეებს, სტრასბურგში შეტანილ სარჩელებს წელს კიდევ 10 დაემატა და აქედან სამი ეხება სტრუქტურულ და სისტემურ პრობლემებს.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2016 წელთან შედარებით დახურული საქმეების რიცხვი გაორმაგდა და 13-ს მიაღწია.
სასამართლოს მიერ დაწესებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 221 ათასი ევროდან 120 ათს ევრომდე შემცირდა და ქვეყანამ კომპენსაცია დათქმულ ვადაში მხოლოდ 8 საქმეზე გასცა.