პარლამენტის დეპუტატის ეთიკის კოდექსთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. დოკუმენტს დღეს მმართველი გუნდი და ოპოზიცია აკრიტიკებდა. ცვლილებების წინააღმდეგი იყო „ქართული ოცნების“ წევრი ენძელა მაჭავარიანი, რომელმაც დეპუტატთა ეთიკის საბჭო მშობელთა კრებას შეადარა და განაცხადა, რომ ახალი ნორმა პარლამენტის წევრთა უფლებებს ზღუდავს.
„სრულიად გაუგებარ დოკუმენტს ვარქმევთ ეთიკის კოდექსს და პლუს ამას, კიდევ გვთავაზობთ, რომ ეთიკის საბჭო შეიქმნას რაღაც მშობელთა კრებასავით და მე მიმაჩნია, რომ ეს ნორმა, ეს დოკუმენტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ზღუდავს პარლამენტის წევრის უფლებას, ზღუდავს დემოკრატიას,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ.
„პარლამენტის წევრი შეიძლება დაისაჯოს მიერ გამოთქმული აზრისა და მოსაზრებების გამო,“ - აღნიშნა გიგა ბუკიამ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ირინა ფრუიძემ კანონპროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
„კოდექსი ადგენს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრას წესებს, რომელიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში. ასევე, კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ასევე, განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ამ წესების დარღვევის შემთხვევაში,“ - ამბობს ირინა ფრუიძე.