ადა მარშანია გედევან ფოფხაძეს სთავაზობს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდეს. მარშანია ამბობს, რომ ამ საკითხს ფრაქციაში განიხილავენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ვარაუდობს, რომ გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნების“ დეპუტატებისგან განსხვავებული პოზიცია შესაძლოა ადრევე ჰქონდა.
„ქალბატონ კაკაბაძესთან დაკავშირებული საკითხი გახდა უბრალოდ ბოლო წვეთი. მე მესმის მისი, ალბათ, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდა მანამდეც,“- აღნიშნა მარშანიამ.
გედევან ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადობრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე აირჩიეს და მას ხმა "ქართული ოცნების" წევრებმაც მისცეს.