17 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
შიმშლობის მესამე დღე-მწვავე პროტესტის მიუხედავად ბათუმის პორტმა დროებით მუშაობა განაახლა

სამდღიანი პროტესტის შემდეგ, ბათუმის პორტმა მუშაობა განაახლა. გაფიცული პერსონალი და ყაზახური მენეჯმენტი ქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერიის ფუნქციონირების დროებით აღდგენაზე შეთანხმდნენ. მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. 

პორტში გასვლისკენ შეკრებილებს მოშიმშილეებმა მოუწოდეს, თუმცა თავად შიმშილობას არ წყვეტენ და დირექტორის გადადგომას მოთხოვნით საპროტესტო აქციას აგრძელებენ.  ხვალ ბათუმში ასტანიდან კომისია ჩადის, რომელიც ადგილზე მიიღებს გადაწყვეტილებებს.

პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ პროცესს უწოდებს ოპოზიცია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ ბათუმის პორტის გაკოტრების პროცესი ხელოვნურია, და მის უკან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესები იკვეთება.

ნავსადგურის თანამშრომლების პროტესტი კომპანიის აუთსორსზე გადაყვანის ინიციატივას მოჰყვა, რაც მუდმივი ხელშეკრულების მქონე თანამშრომლების დროებით კონტრაქტებზე დასაქმებას გულისხმობს.

დღის ამბები