მანდატურის სამსახურს უფლებები ეზრდება. ბოლო პერიოდში საჯარო სკოლებში სისხლიანი გარჩევები და ფატალურად დასრულებული კონფლიქტები მთავარი მიზეზია, რის გამოც შსს და განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს და პარლამენტს ახალი კანონპროექტით მიმართვას.
ახალი კანონით მანდატურს უფლება ექნება საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში მოსწავლე სპეციალური მეტალო დეტექტორით შეამოწმოს, თუმცა ჩხრეკას სკოლის წარმომადგენელი უნდა ესწრებოდეს.
2019 წლამდე კანონპროექტის მიხედვით საქართველოს ყველა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი ვიდეო სათვალთვალო კამერებით უნდა იყოს აღჭურვილი.
დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი ახალ კანონპროექტს ჯერ უცნობია, თუმცა ცვლილებების პროექტმა მესამე სექტორის კრიტიკა უკვე დაიმსახურა. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ მანდატურს უფლებები ზედმეტად ეზრდება და მანდატურის სამსახური პოლიციურ სისტემას ემსგავსება.