03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
მთავრობა სამშენებლო კომპანიებს ვალებს პატიობს

სამშენებლო კომპანიებს შეჩერებულ ობიექტებზე მშენებლობის გაგრძელების საშუალება მიეცათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმე ეხება 2008 წლამდე დაწყებულ და დაუსრულებელ მშენებლობებს.

საუბარია დღგ-ს გადასახადისა და K2-ის კოეფიციენტის მოსაკრებელის გადასახადისგან გათავისფულებაზე.

ახალი ინიციატივის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავარ მოტივად ირაკლი ღარიბაშვილმა სამშენებლო დარგში გაჩენილი პრობლემები დაასახელა.

ინიციატივა მოსწონთ დეველოპერებს. მათი თქმით, საგადასახადო შეღავათებისგან გათავისუფლება მათ მომხმარებლისადმი აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.

გადაწყვეტილებას მიესალმებიან მენაშენეთა ასოციაციაშიც. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პროცესი შედეგიანი იქნება კომპანიებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც.

ობიექტების დასასრულებლად კომპანიებს 3-წლიანი ვადა ეძლევათ. მისი გადაცილების შემთხვევაში კი შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ. ინიციატივა პარლამენტში კანონპროექტის სახით უახლოეს მომავალში შევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები