ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა საავადმყოფოში მყოფი დაშავებულები მოინახულა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ირაკლი კირკიტაძისგან მოისმინა, თუ რა მოხდა მინდელის შახტში გამთენიას. მინისტრის თქმით, დაშავებული სამთო დარტყმაზე საუბრობს.
„ტყიბულის საავადმყოფოში გადმოყვანილი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. პირველადი დახმარება უკვე აღმოჩენილია ახლა ელოდებიან ექსპერტიზის ბიუროს და ყველა დანარჩენ ქმედებას განახორციელებენ დაზარალებულმა დეტალურად მოჰყვა რაც ახსოვდა,“-ამბობს ქუმსიშვილი.