სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართვაზე საქართველოდან ორი ორგანიზაციის თხოვნა დააკმაყოფილა.
სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დამცველი ჩაერთვებიან.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ ომბუდსმენისა და საია-ს მიერ წარსადგენი მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს.
ევროსასამართლოში მესამე მხარედ ჩართვაზე რამდენიმე ორგანიზაციას ჰქონდა თხოვნა წარდგენილი, თუმცა, სტრასბურგმა მხოლოდ ორი მათგანის მიმართვა დააკმაყოფილა, ხოლო 6 ორგანიზაციას უარით უპასუხა.