03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
პარიზის მეტროში ინგლისელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა სკანდალი მოაწყვეს

სამშაბათს, 17 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის შემდეგ ინგლისელმა გულშემატკივრებმა პარიზის მეტროში შავკანიანი ადამიანი მატარებლის ვაგონში არ შეუშვეს და ყვიროდნენ: „ჩვენ რასისტები ვართ.”

ლონდონური კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ”ჩელსი” შეისწავლის აღნიშნულ ინციდენტს და ბრალდებულ გულშემატკივრებს დიდი ალბათობით აეკრძალებათ საყვარელი გუნდის თამაშებზე დასწრება.

შეგახსენებთ, პარიზში ადგილობრივი ”პარი სენ ჟერმენი” ლონდონის ”ჩელსის” მასპინძლობდა და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

დღის ამბები