26 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
ბრიტანეთის ხელისუფლება სერგეი და იულია სკრიპალების აშშ-ში გადაყვანის საკითხს განიხილავს

ბრიტანეთის ხელისუფლება სერგეი და იულია სკრიპალების შეერთებულ შტატებში გადაყვანის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გაზეთი ”თაიმსი” წერს. გამოცემის ცნობით, ყოფილი აგენტი და მისი ქალიშვილი შეერთებულ შტატებში შეცვლილი სახელით და გვარით გააგრძელებენ ცხოვრებას. წყაროს მტკიცებით, ოფიციალური ლონდონი ამ ვარიანტს მომავალში სკრიპალების მკვლელობის მორიგი მცდელობის თავიდან ასაცილებლად განიხილავს. სერგეი და იულია სკრიპალები ქალაქ სოლსბერიში მარტის დასაწყისში მოწამლეს. ისინი კომიდან თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ გამოვიდნენ. 

დღის ამბები