26 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
ქოლაგირის ციხე და მისი ორი ბინადარი - P.S. ქეთევან დედოფლის სახელობის მონასტერში

ცურტავის ციხესიმაგრეში, სადაც დღეს ქეთევან დედოფლის სახელობის მონასტერია განთავსებული, მხოლოდ ორი მონაზონი ცხოვრობს. ერისკაცობაში ია, ახლა კი დედა სალომე ციხესიმაგრის მონასტერში უკვე 11 წელია ცხოვრობს. ტაძრამდე მისასვლელი გზა ადვილი არ აღმოჩნდა.

სულიერ სირთულეებთან ერთად დედების საზრუნავი ფიზიკური საქმიანობაა. მონაზვნები საკუთარი მეურნეობა აქვთ, ზრუნავენ ქათმებზე, აქვთ ბოსტანი და ბაღი.

მონასტერი ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში მდებარეობს. ძველსა და ახალს შორის ზღვარი მდინარე ალგეთის ნაპირზე აგებულ ციხის გალავანზე გადის. დედა სალომე იხსენებს, რომ რეგიონის რელიგიური მრავალფეროვნება მის მოღვაწეობაში ხშირად ვლინდება.

გალავნის მარჯვენა კუთხეში მდებარე ბაზილიკაში, წითელ პარასკევს დედები ლოცვებს წინამძღვრის გარეშე კითხულობენ.

ქოლაგირის ციხე და მისი ორი ბინადარი უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრებას წარსულსა და თანამედროვეობასთან ერთად აგრძელებს.

ავტორი: ნანა სისვაძე. 

დღის ამბები