03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
თბილისის მერია მთავრობის ძველი და ახალი წევრების მიერ მიღებულ პრემიებს და დანამატებს აქვეყნებს

თბილისის მერია ქალაქის მთავრობის ძველი და ახალი წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათ შორის ყოფილი და ამჟამინდელი მერის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის მერის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ 2013 წლის პირველი აგვისტოდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ყოფილ მერს მიღებული აქვს 41 ათას 473 ლარი, ნარმანიას კი, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 18 ათას 921 ლარი.  

„მათ მიერ აღებული დანამატები და შრომის ანაზღაურება ჯამში გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი მმართველობის პირობებში გაიცემა,” - აცხადებს დავით ნარმანია და აღნიშნავს, რომ ამით საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორი იყო და როგორია ახლა ხელფასებისა და დანამატების გაცემის სისტემა. 

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, დავით ნარმანია, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით, მისი ახალი ბრძანებით გამოწვეული აჟიოტაჟის გადაფარვას ცდილობს, რომლითაც მის გარემოცვას ანაზღაურება საგრძნობლად გაეზარდა.

”300 პროცენტით გაეზარდა მის უახლოეს გარემოცვას მერიაში შემოსავალი 2015 წლის პირველი იანვრიდან,” - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია.

ნიკა მელია მერიის 15 მაღალჩინოსნისთვის სახელფასო დანამატების გაზრდის მიზნობრიობის განმარტებებს ითხოვს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები