08 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
ნაცემი პოლიციელები და დამტვრეული ავტომობილები - გორში დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გორში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დაკავებულებს დღეს ბრალს წარუდგენენ, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. 

9 დაკავებულიდან 6 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. გამოძიება მათ სისხლის სამართლის დანაშაულს - პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობას ედავება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებული 3 პირი კი სასამართლო დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს, სამივეს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

გორში, აღდგომის დღესასწაულზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 5 სამართალდამცველი დაშავდა, დაზიანდა პოლიციის კუთვნილი ავტომანქანებიც.

დღის ამბები