30 დეკემბერი 2024,   20:27
ვრცლად
"პარლამენტის თავმჯდომარე არ არის ჩვენი უფროსი"- "ქართული ოცნების" წევრები კობახიძის გადაყენების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავენ

დაპირისპირება მმართველ გუნდში სულ უფრო მწვავდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი უკვე ღიად საუბრობენ, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პარტიის თავმჯდომარის პრემიერი კვირიკაშვილის განცხადებებთან.

დეპუტატის თქმით, მაშინ როდესაც პრემიერის წინააღმდეგ მიდის პარლამენტის თავმჯდომარე ამაზე უმრავლესობა თვალს ვერ დახუჭავს და მის გადადგომას მოითხოვს.

„მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინ წინ მოსული ადამიანები რომლებიც  მოვიდნენ ქართულ ოცნებაში, იმათმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს ამ ქართულ ოცნებაში ყოფნით და დღეს ვინც მათ ეს მიანიჭა იმის გამო  უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე მე მგონი არ არის ჩვენი უფროსი რა . ის არის ჩვენს მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი რომელსაც ვენდობოდით მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლო დროინდელი  მისი განცხადებები თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ  ესეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ოცნებაში და  ამიტომ ვიძახი,"-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

კითხვაზე-დააყენებს თუ არა პირადად დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის საკითხს, დეპუტატი პასუხობს, რომ თუ სიტუაცია არ დალაგდა ეს გარდაუვალი იქნება. 

„თუ ეს საკითხი  დროულად არ გაჩერდება გამორიცხული არაფერი არ არის,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

დღის ამბები