03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აშშ-ის ელჩს შეხვდებიან

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები დღეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს შეხვდებიან.

ისინი რიჩარდ ნორლანდს მათ მოსაზრებებს გააცნობენ, რომელიც, როგორც ისინი აცხადებენ, გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და არჩევნების პროცესსაც უფრო გამჭვირვალეს გახდის.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ასევე განიხილავენ, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნა იქნება.

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ელჩთან საუბრისას ისინი გააცნობენ ფუნდამენტური რეფორმების პრინციპებს, რომელიც ამ ფორმატში შემუშავდა, ასევე განუმარტავენ, რატომ ახდენს მმართველი კოალიცია საარჩევნო თემის იგნორირებას.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ გააქტიურდება საკითხები და როგორც გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ხელისუფლება მიხვდება, რომ "ჩირგვებში ჯდომის დრო აღარ არის."

პარალელურად, ინტერპარტიული ჯგუფი ისევ აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ აქამდე ვერ მოხერხდა პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წევრებთნ შეხვედრა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები