17 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
საეჭვო ტენდერები თელავში - საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენია

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერს გიორგი მოსიაშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციამ დღე ის დოკუმენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მოქალაქე, რომელიც 23 მარტს თელავის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, სადაც თელავის სოფლებში გასხვისებული მიწების დაბრუნების საკითხი იხილებოდა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გოგი მოსიაშვილია

ენმ-ს მტკიცებით, თელავში ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობაში სწორედ ბიზნესმენ გიორგი მოსიაშვილის კომპანიამ "მასტერმა“ გაიმარჯვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიზნესმენს  2016 წლიდან დღემდე ტენდერებით 300 ათას ლარზე მეტი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული.

გარდა იმისა, ოპოზიციაში კომპანიის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზეც საუბრობენ.

 

ავტორები: ია გულიაშვილი 

დღის ამბები