03 მაისი 2024,   15:07
ვრცლად
"ყველაზე სადაო სასამართლო საქმე"- Freedom House "რუსთავი 2"- ის საქმეს დემოკრატიული პროგრესის შეფერხების მაგალითს უწოდებს 

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია “Freedom House” საკუთარ ანგარიშში, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის საქმეს ეხმაურება. ანგარიშში განხილულია „რუსთავი2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება  ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ.​

"რუსთავი2"-ის საქმეს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია "ყველაზე სადაო საქმეს" უწოდებს და მას დემოკრატიული პროგრესის შეფერხების მაგალითად ასახელებს. 

„2017 წელს ყველაზე სადაო სასამართლო საქმე, ალბათ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მარტში მიღებული გადაწყვეტილება იყო ქვეყნის წამყვანი, ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის, "რუსთავი2"-ის მფლობელობის უფლების წინა მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ.

"გადაწყვეტილებას ბევრი განიხილავდა, როგორც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე ერთადერთი დარჩენილი კრიტიკული ტელევიზიის გაჩუმების მცდელობად. თუმცა მოულოდნელად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩაერია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, ამით მას აპელაციის განსახილველად დრო მისცა.

"უზენაესმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა დახურული მოსმენის შემდეგ, რომელიც ზეპირ განხილვას არ მოიცავდა“-ნათქვამია “Freedom House”-ანგარიშში.

დღის ამბები