საფრანგეთში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა - ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც საფრანგეთის "დევნილთა და მოქალაქეობის გარეშე პირების დაცვის ოფისმა" გაავრცელა.
მოხსენების თანახმად, 2017 წელს საფრანგეთს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით საქართველოს 1542-მა მოქალაქემ მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით 602 ადამიანით მეტია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა, მოტივად მმართველი "ქართული ოცნების" მხრიდან ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების პოლიტიკურ დევნას ასახელებს.
სხვა მიზეზებს შორის სახელდება ეთნიკური კონფლიქტები, საოკუპაციო ძალების ქმედებები, სექსუალურ უმცირესობათა დევნა და ოჯახური ძალადობა. კვლევის თანახმად, არის შემთხვევები, როდესაც განმცხადებლები დაპატიმრებისა და ციხეში გაუსაძლის პირობების შიშზეც საუბრობენ. ორგანიზაციის მონაცემებით, გაიზარდა მიმართვიანობამ ბიზნესმენების მხრიდანაც, რომლებიც პოლიტიკური ძალების მხრიდან ზეწოლას უჩივიან.