17 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ლეილა აბაშიძე დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ქართული კინოს ლეგენდა თაყვანისმცემლებმა დღეს ბოლო გზაზე გააცილეს. ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით  დაკრძალეს.

ლეგენდარული ქართველი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. მსახიობი ტაშის თანხლებით გამოასვენეს.

ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე მისი კოლეგები და ახლობლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.

„ლეილა აბაშიძის წასვლით წავიდა ეროვნული ლეგენდა. ეროვნული იმიტომ, რომ მისი მაია წყნეთელი, საბჭოთა კავშირში გადაღებულ ფილმებს შორის იქცა, ეროვნული თავისუფლების სიმბოლოდ. უცებ მოვარდნილი სიყვარული სწორედ ამას განასახიერებდა. ბევრისთვის ლეილა გახლდათ თავისუფლების და ეროვნული განმათავისუფლებელი იდეის მატარებელი,“-განაცხადა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ.

ლეილა აბაშიძის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმაც. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს არა მხოლოდ კინო სამყაროსთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე ახერხებენ რომ ლეგენდები გახდნენ და ვფიქრობ ქალბატონი ლეილა სწორედ ერთ-ერთი მაგალითია,“-განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

მსახიობი 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები