20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
დონალდ ტრამპის გაფრთხილება twitter-ში - ამერიკის ლიდერმა გუშინ გაკეთებული განცხადება შეასწორა

დონალდ ტრამპმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადება შეასწორა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი twitter-ის ქსელში დღეს წერს, რომ მას შეტევის დრო არ დაუსახელებია, თუმცა მიიჩნევს, რომ შეიძლება ეს მალე მოხდეს ან არა. თუმცა, საომარი მოქმედებებისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

შეერთებული შტატებიდან სპარსეთის ყურის მიმართულებით ტომაჰავკის რაკეტებით აღჭურვილი ორი ამერიკული ხომალდი გაემგზავრა. სრული მობილიზება მიმდინარეობს საფრანგეთის ავიაბაზაზეც. თუმცა ქვეყნის ლიდერმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ ოპერაციაში გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ მოკავშირეებს ყველა სახის დახმარებას გაუწევს. ბრიტანული მედიის ცნობით კი ტერეზა მეიმ რეგიონისკენ სამხედრო გეგმებისა და წყალქვეშა ნავის გაგზავნის ბრძანება უკვე გასცა.

დღის ამბები