18 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
თავდასხმას ავღანეთში 14 ადამიანი ემსხვერპლა 

ავღანეთში თალიბების თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა. თალიბანის მებრძოლები გაზნის პროვინციაში პოლიციის შტაბბინას დაესხნენ თავს. შეტაკება ადგილზე სამ საათს გაგრძელდა, თალიბებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს უკან, რაც ხელისუფლებამ რაიონში სამხედრო დანაყოფი გაგზავნა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის ოლქის გუბერნატორიცაა, დანარჩენები კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან. შეტაკების დროს 50-მდე მებრძოლიც მოკლეს 

დღის ამბები