17 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ბათუმელმა მოქანდაკემ პროტესტის ნიშნად თმა ნახევრად გადაიპარსა - მახარაძე მერიას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

ბათუმელი მოქანდაკე თემურ მახარაძე ბათუმის მერიას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. მახარაძემ პროტესტის ნიშნად, თმა ნახევრად გადაიპარსა.

მოქანდაკის განცხადებით, ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 9 აპრილის მემორიალი, რომლის ავტორიც თავად არის უნივერსიტეტის წინ სხვა  კომპანიამ უნდა დადგას.

ესკიზის ავტორი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად მემორიალს ესკიზის ავტორი არ გააკეთებს.

თემურ მახარაძე ბათუმის მერიის გამოხმაურებას ელოდება.

„საქართველოს მხატვართა კავშირმა მიმართა თხოვნით ჩვენს მთავრობას, მე მივმართე თხოვნით ჩვენს მერიას , მხატვართა კავშირმა და მწერალთა კავშირმაც მიმართა მერიას თხოვნით, რომ ეს იმდენად უმნიშვნელოვანესი მემორიალია, რომ უნდა იყოს ავტორის შესრულებით და არა ცუდად გადიდებული კოპიო,“- ამბობს მახარაძე.

დღის ამბები