24 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
სკრიპალების "ნოვიჩოკით" მოწამვლის ფაქტს, ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს

ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ სერგეი და იულია სკრიპალები "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

სკრიპალების მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციამ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა.

ორგანიზაციის ექსპერტებმა სოლსბერიში სინჯებიც აიღეს და დასკვნას ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას გაუგზავნიან.

იულია სკრიპალმა რუსეთის საელჩოს დახმარებაზე უარი უთხრა. ნოვიჩოკით მოწამლული რუსი აგენტის ქალიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მას ეს დახმარება არ სჭირდება.

ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უსაფრთხოების მიზნით არ ხმაურდება. იულია სკრიპალი აცხადებს, რომ მასზე სპეციალისტები ზრუნავენ და თავს კარგად გრძნობს. მამაზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ის კვლავ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.

დღის ამბები