ტყიბულის შახტში დაღუპულ მეშახტე, გოგი რაფავა დღეს დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.
ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 მეშახტე ემსხვერპლა, 5 მათგანი ორი დღის წინ დაკრძალეს.
ოჯახის წევრები და ახლობლები ამ დრომდე ოფიციალური გამოძიების დასრულებას ელოდებიან.