17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზე ორი ფილმი- "საშიში დედა" და "დედეა" წარდგენილი

წელს პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო ფართოდ იქნება წარმოდგენილი. ფესტივალზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქართული დელეგაცია ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენცია ეროვნულ კინოცენტრში გაიმართა და მას ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების ავტორები, ეროვნული კინოცენტრისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლები დაესწრნენ.
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოსაპოვებლად, მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმი - ანა ურუშაძის "საშიში დედა" და მარიამ ხაჭვანის "დედე" იღებენ მონაწილეობას. ხოლო, სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".
ფილმების ჩვენების პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო "აწარმოე საქართველოში" კინოფესტივალზე საქართველოს სტენდს წარადგენენ. ქვეყნის კინოგადაღებების კუთხით პოპულარიზაციისა და ქართული კინოს ჩინეთის ბაზარზე გატანის მიზნით გაიმართება არაერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული შეხვედრა.

დღის ამბები