17 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
მცირე მეწარმეებისა და ტექნოლოგიური სფეროს სტარტაპების დასახმარებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ პროგრამას იწყებს

მცირე მეწარმეებისა და ტექნოლოგიური სფეროს სტარტაპების დასახმარებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ პროგრამას იწყებს. ინიციატივა მამუკა ბახტაძემ დაინტერესებულ მეწარმეებს დღეს ტექნო პარკში წარუდგინა.

„ის საპროცენტო განაკვეთები, რომელიც არის დღეს ჩვენს რეალობაში, ეს ხელს უშლის მეწარმეობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. სასტარტო კაპიტალის პროგრამის ბენეფიციარი იქნება რამდენიმე ჯგუფი, პირველ რიგში, ესენი იქნებიან მცირე მეწარმეები, რომლებიც დასაქმებული არიან რეალურ სექტორში, მაგრამ ამასთან ერთად, ამ პროგრამის ბენეფიციარი გახდებიან ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც დასაქმებული არიან ტექნოლოგიების სექტორში, არიან სტარტაპერები და ქმნიან ინტელექტუალურ პროექტს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები