03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
დავით ყიფიანის და ზურაბ ხურციას მემორიალი უკრაინაში ყვავილებით შეამკეს

ერთი წელი "ღირსების რევოლუციიდან." კიევში მოქალაქეებმა მაიდანზე დაღუპული მოქალაქეების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"ზეციური ასეულის" გმირებს შორის ორი ქართველიც იყო. დავით ყიფიანი და ზურაბ ხურცია სწორედ უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. 

კიევში იმყოფებიან დაღუპული ქართველების ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. 

დღეს უკრაინის პრეზიდენტი "ზეციური ასეულის" ოჯახის წევრებს შეხვდება და ჯილდოებს გადასცემს. 

კიევში დღის განმავლობაში დაგეგმილია ღონისძიებები, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომებიც. 

დღეს "კურიერი" პირდაპირ ეთერში სწორედ "მაიდნიდან" გავა. 

 

 

 

დღის ამბები