17 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
„ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო“ - ლევან იზორიამ საჯარო ლექცია წაიკითხა

„ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო“ - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ლოგისტიკური მიმართულების დახვეწაზე, მზადყოფნის მაღალი დონის უზრუნველყოფაზე გაამახვილა.

მინისტრის განმარტებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოს ერთ-ერთ მთავარ სტანდარტს, კერძოდ ის თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2%-ს ხარჯავს, საიდანაც 20% უშუალოდ შეიარაღებაზე იხარჯება.

„ვთანხმდებით ყველა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს პრინციპულად შენარჩუნებული და ამის შესახებ მრავალგზის უკვე იქნა გაცხადებული ნატოს გენერალური მდივნისგანაც. ასე, რომ ყველაფერი რაც კეთდება ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

დღის ამბები