20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
"ქართული ოცნება" შიდა დაპირისპირების შემდეგ საერთაშორისო კონფლიქტზე გადადის - არასამთავრობოები კობახიძის განცხადებას შტურმს უწოდებენ 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მწვავე კრიტიკის ობიექტი, საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის გარდა, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გახდნენ.

ირაკლი კობახიძის პოზიციას თანაგუნდელებიც იზიარებენ და სამოქალაქო სექტორს Freedom House-ისთვის არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ.

მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მათზე შტურმად და თავდასხმად აფასებს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დარწმუნებულები არიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კრიტიკით იმ შიდა განხეთქილების გადაფარვას შეეცადა, რომელიც მმართველ გუნდში არსებობს.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებს ამერიკული Freedom House ეყრდნობა, დარწმუნებულები არიან, რომ სახელისუფლებო შტურმის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის დასუსტება იყო.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ვიწრო პარტიული ინტერესების გამო დღეს ირაკლი კობახიძეს არც დემოკრატია და არც ქვეყნის იმიჯი არ გახსენებია.

Freedom House-სთან ერთად, NDI და მისი თბილისის ოფისის წარმომადგენლობა კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე გააკრიტიკა.

NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ლორა ტორნტონი, საქართველოსა და ამერიკის მთავრობების წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა. ლორა ტორნტონს ირაკლი კობახიძისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები