სასტიკი მკვლელობა სოფელ კალაურში - 54 წლის ლადო ქევხიშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს.
სოფელ კალაურში დედა-შვილს 3 ნიღბიანი თავს ღამით დაესხა. 90 წლის მანია ქევხიშვილი მარანში ჩაკეტეს, მისი შვილი, 54 წლის ლადო ქეხვიშვილი კი გაკოჭეს და ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს. მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა დილით იპოვეს.
თავდამსხმელები ქევხიშვილების ოჯახში ტრაქტორის შესაძენად მოგროვებულ 20 ათას ლარს ეძებდნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ლადო ქევხიშვილმა მეზობლებთან თქვა, რომ ტრაქტორის ყიდვა უნდოდა და ფულიც ჰქონდა. სავარაუდოდ სამი თავდამსხმელიდან 54 წლის მამაკაცმა ერთ-ერთი ამოიცნო, ამიტომ ის მოკლეს.
სახლში შენახული 20 ათასი ლარი თავდამსხმელებმა წაიღეს.
შემთხვევის ადგილზე დილიდან მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგამოძიებო ჯგუფი, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტებიც, უკვე დაიკითხა ათობით ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ია გულიაშვილი