17 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
გამოძიება ძალადობის ფაქტზე - თამაზ ელიზბარაშვილი მომხდარის დეტალებს „კურიერთან“ იხსენებს

„ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი სამართალდამცველების კითხვებს პასუხობდა. თამაზ ელიზბარაშვილი გამოძიებამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოკითხა.

საუბარია ელიზბარაშვილსა და მის თანამშრომელს შორის მომხდარ ინციდენტზე. კადრებში ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი  თავშესაფრის თანამშრომელს, ბადრი ებრალიძეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ებრალიძე ამბობს, რომ ემოციური ხელმძღვანელის მხრიდან ასეთი მოპყრობა ხშირია.

ბადრი ებრალიძის მსგავსად თამაზ ელიზბარაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ თავშესაფრის ყოფილი თანამშრომლებიც.

თამაზ ელიზბარაშვილი „კურიერთან“ იმ მიზეზებს განმარტავს თუ რატომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა თანამშრომელს. მისი თქმით, ბადრი ებრალიძე გამოძახებაზე სამსახურის მანქანით ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თან არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა. სამსახურებრივი გადაცდომის გამო კი ბიზნესმენმა ემოციები ვერ მოთოკა.

თამაზ ელიზბარაშვილს გაუკვირდა ის კრიტიკა, რომელიც სოციალურ ქსელში მისი ვიდეომასალის გავრცელებას მოჰყვა. ელიზბარაშვილი არ გამორიცხავს, რომ თავშესაფარი გააუქმოს და ქვეყანაც კი დატოვოს.

თუ თამაზ ელიზბარაშვილს ძალადობის ბრალდებას დაუმტკიცებენ, მას ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები