ერთ-ერთი ვერსიით, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლულის დედას და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას შვილის მოკვლით ადრეც დაემუქრა.
მოკლულ 25 წლის გოგოს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ისინი დედის მკვლელობას შეესწრნენ.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.
ბარნოვის ქუჩის 77 ნომერში ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. დაკითხვაზე იმყოფებიან მეზობლები.