30 დეკემბერი 2024,   19:53
ვრცლად
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას," - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. მამაკაცი, რომელიც ნაქირავებ მანქანას მართავდა, პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველები, ამ ეტაპზე, მომხდარს თავდასხმად აფასებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არის ექიმი საუდის არაბეთიდან. მომხდარი თავდასხმის შედეგად, უკვე 4 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აჭარბებს.41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ, 80-ზე მეტი კი მსუბუქად არის დაშავებული.

დღის ამბები