08 მაისი 2024,   00:43
ვრცლად
მხარს ვუჭერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს - ნატოს გენმდივანი

„მხარს ვუჭერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს,“ - ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმასთან დაკავშირებით გააკეთა. 

იენს სტოლტენბერგის განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო მუდმივად გმობს სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას, რაც საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

„ნატო ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს როგორც საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი და მიიჩნევს, რომ „ქიმიური იარაღის კონვენციის“ დაცვა არსებითია,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები