19 აპრილი 2024,   15:43
ვრცლად
მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით ყოფილი პროკურორი სამართალდამცველებს აშანტჟებს - კუპრავა ბორის კაკუბავას მუქარაში ადანაშაულებს

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას მტკიცებით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალურ კადრებს ფლობს.

კუპრავა ამბობს, რომ ეს ვიდეომასალა სუბელიანის ხელშია და მას პირადად ჰქონდა სუბელიანთან მოლაპარაკება კადრების გასაჯაროების შესახებ.

გუშინ კი კუპრავას სუბელიანის სიმამარი, პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავა დაუკავშირდა და დაემუქრა. სატელეფონო საუბარი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ამ ვიდეომასალას ეხება.

დღეს ზვიად კუპარავა პროკურატურაში დაიკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება სწორედ ამ ვიდეოკადრებს, პროკურატურაში კუპარავა მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან მედიით გააკეთა განცხადება, რომ მერაბიშვილის გაყვანის კადრები, პროკურაუტურის ყოფილ მაღალჩნოსანთან ინახება და ის ამ კადრებით სამართალდამცველებს აშანტაჟებს.

დღის ამბები