28 ნოემბერი 2021,   14:51
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სასამართლო სისტემის რეფორმირების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, დღეს სამოქალაქო სექტორს შეხვდა. საკუთარ მოსაზრებები და ხედვას ირაკლი კობახიძეს არასამთავრობოებიც წარუდგენენ. მათი თქმით, აუცილებელია, სათანადო რეაგირება მოხდეს მოსამართლეა დისციპლინარულ გადაცდომებზე და ასევე უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

„შეთანხმებას მივაღწიეთ და შეთავაზებაც იყო, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ამ სამუშაო ფორმატში, სადაც მართლმსაჯულების კოალიციის სახელით, ყველა იმ საკითხზე, რასაც მეოთხე ტალღის რეფორმები ეხება, გვექნება გაჟღერებული საკუთარი პოზიცია. და მნიშვნელოვანია, თავად ეს რეფორმა არ იყოს ფორმალური ხასიათის, არ იყოს კოსმეტიკური ხასიათის, არამედ რეალურად ახდენს გარდატეხას სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

განცხადება გააკეთა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემაც.

„ეს პირველ რიგში ეხება ისეთ საკითხებს, რომელზეც ჩვენ წარმოდგენილიც გვაქვს მოსაზრებები, მათ შორის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხი, გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი საბჭოსგან. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოში, სასამართლოთა თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი გადაწყდეს ისე, რომ მოსამართლეებს თავად შეეძლოთ საკუთარი სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. 

დღის ამბები