01 მაისი 2024,   10:17
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ აქციის გასამრთად ემზადება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, აქციებისთვის ემზადება. ზაზა სარალიძე ყველას, ვისთვისაც შერჩევით სამართალი მიუღებელია, სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მისვლისკენ მოუწოდებს.

სარალიძე არასწორი მიმართულებით მიმდენარე გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას და ეჭვობს, რომ პროკურატურა რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს. მისი მტკიცებით, პროკურატურა ზეწოლას მოწმეებზეც ახდენს. ამის შესახებ განცხადებები მოკლული არასრულწლოვანის მამამ "შაბათის კურიერში" კიდევ ერთხელ გააკეთა.

დღის ამბები