03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
ლარის გაუფასურება რეგიონების მაცხოვრებლებზე მძიმედ აისახება

რეგიონებში გლეხების ნაწილს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის ბაკებიდან კრედიტები დოლარში აქვთ აღებული, რომლის გასტუმრებაც მათ ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უჭირთ.

გლეხებს ლარის გაუფასურებამ პრობლემა შეუქმნათ, რადგან ძირითადი შემოსავალი სოფლის მაცხოვრებლებს კრედიტებით დაწყებული მცირე მეწარმეობისგან აქვთ.

ლარის ვარდნასა და ფასების მატებას რეგიონებში ყველაზე პასიური - ზამთრის პერიოდი დაემთხვა, რამაც სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

სოფლის მაცხოვრებლები უკვე საგაზაფხულო სამუშაოებზეც ფიქრობენ. თუმცა ამბობენ, რომ გაძვირებული სესხებისა და პროდუქციის პირობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო მიწის სამუშაოების დაწყება გაუჭირდებათ.

დღის ამბები