03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ქედის რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას ამ დრომე უშედეგოდ ელოდება

ქედის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ისინი, გასული წლის მარტის ბოლოს თოვლისა და ყინვის გამო გაფუჭებული მოსავლის კომპენსაციას ამ დრომდე ელოდებიან. კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ქედის რაიონის ერთ-ერთ სოფელში აქცია გაიმართა.  

მოსახლეობის ინფორმაციით, ქედაში შექმნილმა კომისიამ მხოლოდ მაისში, სეტყვის შედეგად გაფუჭებული მოსავლის აღწერა და შესაბამისად კომპენსირება განახორციელა, მარტის სტიქიის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობით კი არ დაინტერესებულა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თანხის გაცემაც ნათესაური ნიშნით მოხდა. აქციის მონაწილეები ხელახალი კომისიის შექმნას, ძველის სამიანობით კი სამართალდამცველების დაინტერესებას მოითხოვდნენ.

ბრალდებებს უპასუხა ქედის გამგებელმა. მისი განმარტებით, კომისიამ შედეგები მანამდე დადო, ვიდრე იგი გამგებელი გახდებოდა. დავით დუმბაძე თანხის ნათესაური ნიშნით განაწილებას უარყოფს. ამბობს, რომ პარლამენტარ იაშა შერვაშიძის ნათესავებმა თანხა ზუსტად ზარალის შესაბამისად მიიღეს. მისი ინფორმაციით, ხელახალი კომისიის შესაქმნელად დაზარალებულებმა მას წერილობით უნდა მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ ქედაში სტიქიამ მოსავლის გარეშე დატოვა როგორც ბოსტნეული, ასევე ყურძნის უნიკალური ჯიში - ჩხავერი, რაც მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

დღის ამბები